ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატი ირწმუნება, რომ კაკო ბილანიშვილი დაკავებული არ არის

კაკო ბილანიშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

“მე როგორც ვიცი, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. კაკო ბილანიშვილი, როგორც ასეთი, დაკავებული არ არის. ანუ, რაზეც მასმედია საუბრობს, მტკიცებულება ნახეთ სადმე? ფურცელი, დოკუმენტი, რაიმე ნახეთ? ის არ არის დაკავებული, საბერძნეთის პროკურატურა მას ვერანაირად ვერ დააკავებს”, – განუცხადა ბილანიშვილის ადვოკატმა tvპირველს.

შეგახსენებთ, ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, გაანეიტრალეს 13 კაციანი დაჯგუფება.

არსებული ცნობით, შავი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი დაჯგუფებასთან ერთად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

მედიაში დაკავებულთა ფოტოებიც გავრცელდა, რის შემდეგაც “მეტრონომმა” გაარკვია, რომ საბერძნეთში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორისაა ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” მამა, 72 წლის “კანონიერი ქურდი“ კაკო ბილანიშვილი.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი ვერსიით, “კაწრო” გიორგი შაქარაშვილის გახმაურებული მკვლელობის კადრების ეპიზოდში ფიგურირებს.

 

იტვირთბა....