ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

არესტოვიჩი: შოიგუმ პუტინი საჯაროდ მოატყუა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი, როდესაც ლუგანსკის ოლქის სრული დაპყრობის შესახებ განაცხადა.

“ჯერ ერთი, ბელოგოროვკა არ არის აღებული, ბელოგოროვკა კი ლუგანსკის ოლქშია. კითხვა ასეთია – როგორ უყურებენ კრემლში იმას, რომ თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს ატყუებს? ანუ, საჯაროდ მოტყუება შეიძლება, გასაგებია”, – აღნიშნა არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, რუსულ მედიაში 3 ივლისს დაიწერა იმის შესახებ, რომ შოიგუმ პუტინს ლუგანსკის “გათავისუფლება” შეატყობინა.

იტვირთბა....