ოპერატიული სარდლობა Пивдень-ის ცნობით, შავ ზღვაში რუსული ფლოტის გემების დაჯგუფებაში სარაკეტო გამშვებების რაოდენობა შემცირდა და ამ მომენტისთვის, შავი ზღვის აკვატორიაში სამი ზედაპირული და ორი წყალქვეშა რაკეტის გამშვებია განთავსებული.
“მათი აღჭურვილობა ჯამში 32 რაკეტისგან შედგება”, – ვკითხულობთ ოპერატიული სარდლობის Facebook გვერდზე.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზღვიდან შემოტევის საფრთხე კვლავაც შენარჩუნებულია.
“ზღვიდან საშიშროება რჩება, სანაპირო ზოლი აგრძელებს თავდაცვით პოზიციებზე მუშაობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.