ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქადაგიშვილი: ვისი პასუხისმგებლობაც იყო 5 ივლისი, ის ადამიანები უკვე დაპატიმრებული არიან

[su_quote][5 ივლისის მოვლენებს] უარყოფითად შევაფასებ, რა თქმა უნდა. ვისი პასუხისმგებლობაც იყო, ის ადამიანები დაპატიმრებული არიან და მათზე სასამართლო გადაწყვეტილებაც არის. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 20-30 პირია ასეთი. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას – მაშინ მთავრობამაც და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც თქვა, რომ სცენარის ასეთი განვითარება მოულოდნელი იყო, რადგან ასეთი რამე არასდროს მომხდარა, რომ მომიტინგეები უცებ დარეოდნენ ჟურნალისტებს[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ონცების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გასული წლის 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს თბილისში, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს.

 

იტვირთბა....