ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისკენ არ უბიძგებს

ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისკენ არ უბიძგებს, ბაიდენის ადმინისტრაციაში რომც მიიჩნიონ, რომ ეს სწორი იქნებოდა.

როგორც კირბი ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, საკითხის გადასაჭრელად მოლაპარაკების გზის ძიება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის პრეროგატივაა, ამერიკა კი ქვეყანას გამარჯვებაში უნდა დაეხმაროს.

“პრეზიდენტი ზელენსკი თავად განსაზღვრავს, როგორ გადაწყდება გამარჯვების საკითხი, როდის და როგორ პირობებში. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან წამატებას მიაღწიოს ბრძოლის ველზე იმისთვის, რომ შეძლოს, წარმატებას მიაღწიოს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა, პრეზიდენტი ზელენსკიც კი გეტყვით, რომ ახლა მსგავსი დისკუსიების დრო არ არის”, – აცხადებს კირბი.

 

 

 

იტვირთბა....