ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე იან კელის შეხვდა

“ახალი პოლიტიკური ცენტრი -გირჩის” დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ა.შ.შ.-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ იან კელისთან.

ზურაბ ჯაფარიძემ ელჩს გააცნო „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ პოლიტიკური მიზნები, ეკონომიკური პროგრამა და პარტიის ხედვები საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო ა.შ.შ.-ის საელჩოსთან “ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის” თანამშრომლობის გეგმებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო- ა.შ.შ -ის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ამას გარდა, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პერსპექტივებზე.

ზურაბ ჯაფარიძე და იან კელი დეტალურად შეეხნენ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის საკითხებს და მედიის თავისუფლების თემას.

“გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, გავაცანით ჩვენი პოლიტიკური ცენტრის ხედვა და როგორ ვფიქრობთ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ ეკონომიკური კრიზისიდან. ვისაუბრეთ, რატომ შევქმენით ეს პარტია და ვუთხარით ელჩს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. ეს იყო ზოგადი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. შეხვედრა ჩვენი ინიციატივით შედგა”. – განუცხადა “მეტრონომს” ზურაბ ჯაფარიძემ.

იტვირთბა....