aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Der Spiegel: რუსეთს შესაძლოა, სანქცირებული საქონლის კალინინგრადში შეტანის ნება დართონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკომისია გეგმავს, რუსეთს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის კალინინგრადში შეტანის ნებართვა მისცეს, თუმცა, მხოლოდ განსაზღვრული მოცულობით. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული Der Spiegel ავრცელებს ევროკომისიაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა, რუსული პროდუქტების კალინინგრადის პორტის გავლით ექსპორტირების შესაძლებლობა გააჩინოს.

მედიის ცნობით, ლიეტუვის წარმომადგენელი აცხადებს, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში ჩახედულია, აცხადებს, რომ გერმანია 18 ივნისის შემდეგ ახდენს ევროკომისიაზე ზეწოლას, რომ სანქციები კალინინგრადში ტრანზიტზე არ გავრცელდეს.

ლიეტუვა მიმდინარე წლის 17 ივნისიდან ბლოკავს კალინინგრადში, ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკის ქვეშ მოქცეული რუსული საქონლის –  სამშენებლო მასალები, ლითონი და ქვანახშირის გადაზიდვას.

მოსალოდნელია, რომ ევროკომიისიის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

იტვირთბა....