aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართველ გოგონას, რომელიც თბილისის ცენტრში რუსულ სიმღერას აპროტესტებდა, კამერა წაართვეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, მეტროსადგურ თავისუფლების მოედნის მიმდებარედ რუსეთის მოქალაქეები რუსულად მღეროდნენ, რაც ერთ-ერთმა ქართველმა გოგონამ გააპროტესტა. როგორც ის ყვება, იქვე შეკრებილმა გამვლელელებმა ამაში მხარი არ დაუჭირეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი ვიდეოს გადაღების საშუალება არ მისცა და კამერა წაართვა.

“თავისუფლების მოედანთან ახლოს, მეტროს წინ რუსეთიდან ჩამოსული ახალგაზრდები დგანან და კონცერტს მართავენ, მღერიან რუსულად. ასზე მეტი ადამიანი მღერის მისამღერს ერთად, რუსულად აქ, ამ ქვეყანაში. სანამ ვიდეოს ჩავრთავდი გადასაღებად, ვცადე რამენაირად მიმენიშნებინა, რომ ეს არ არის სწორი, სიმღერა არ შეწყვიტეს, ფეხზე დაიკიდეს ჩემი თხოვნა და მერე უკვე ჩემი შუა თითების ქნევა. იქით პარლამენტთან ორკების აქციაა და აქეთ, 200 მეტრში ამათი ბოგინი. რას დაემსგავსა ეს ქვეყანა? რა ხდება საერთოდ ჩვენს თავს? უკვე რუსეთში ვართ? სად არის ჩვენი ღირსება? რატომ ვაბედინებთ ამდენს? მერე ვიღაც ქართველი მოვიდა და გამიხურა რა გინდაო, წადიო. ხელი მომკიდა მკლავში, იდიოტს ეგონა ეგრევე დავემორჩილებოდი. მე ვიყავი უმცირესობაში. თუ არ გვინდა, რომ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ, უნდა ვიმოქმედოთ, ხალხო. იმედია ჩემს გარდა კიდევ სხვა გააპროტესტებდა და უბრალოდ, მე ვერ შევესწარი. ისე კი ერთი ადამიანიც არ მომიახლოვდა, რომ მხარი აება ჩემთვის. მართლა რა ხდება?”, – ამბობს გოგონა.

იტვირთბა....