ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბორის ჯონსონს ოდესის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა. როგორც ქალაქის მერმა გენადი ტრუხანოვმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, 1862 წლის შემდეგ, ჯონსონი ბრიტანეთის პირველი მოქალაქეა, რომელსაც ოდესის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

“გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის გრიგორი მარაზლის I, II, III ხარისხის საპატიო ჯილდოების მინიჭების შესახებ განკარგულებას მოვაწერე ხელი, რითაც ის ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა. ეს ჩვენი ქალაქის უმაღლესი ჯილდოა”, – ამობს გენადი ტრუხანოვი.

მისივე თქმით, მსოფლიო საზოგადოებას ისეთივე პოზიცია რომ დაეჭირა, როგორსაც ბრიტანეთს, უკრაინელები დიდი ხნის წინ დაამარცხებდნენ რუს ოკუპანტებს.

იტვირთბა....