ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მერაბ კოსტავას ეზო გაპარტახდა და კაცი არაა მიმხედავი“

ჟურნალისტი ირაკლი შონია მერაბ კოსტავას ეზოში არსებული მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კოსტავას ეზო უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია:

„მერაბ კოსტავას ეზოს გამო არაერთხელ “შევწუხებულვარ”, რადგან ვთვლი,  რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ ეზოში და მერაბის სახლში გავატარე და თითქოს ჩემი სულის ნაწილია… გული მტკივა,  რომ ძალიან გაპარტახდა და კაცი არ მოიძებნა ეზოს მიხედოს. ოცდაათ წელზე მეტია ასფალტის საფარი არ დაგებულა, ასევე საჭიროა დამცავი ღობის გაკეთება ეზოსა და რუსთაველის მეტროს შორის, რადგან ჯებირის გარეშე, რამდენიმე უბედური შემთხვევაც მომხდარა და გადავარდნილა ადამიანი… გავაკეთე სპეციალური მიმართვის წერილი, სადაც ხელი მოაწერეს ეზოს მაცხოვრებლებმა, კოსტავას მუზეუმის თანამშრომლებმა და ეზოში არსებული გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში მომუშავე ადამიანებმა. მივმართეთ საკრებულოს, მე თვითონ მივედი წერილის მისატანად. დამეხმარა საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძეც, რომ დარეგისტრირებული სახით მისულიყო საკრებულოს თავმჯდომარემდე… დაწესებულ ვადაში სახლში მომივიდა წერილი, რომ ჩვენი განაცხადის თაობაზე საკრებულომ წერილობითი მიმართვა გაუგზავნა მთაწმინდის რაიონის გამგეობას შეისწავლონ ეზოს პრობლემები და მოახდინონ მისი რეაბილატაცია… ხოლო ამის შესახებ შემატყობინონ მეც… მაგრამ უკვე ორი თვეა ვაწყდებით მთაწმინდის გამგეობას, რომელიც დაკომპლექტებულია წერა-კითხვის უცოდინრებით, უპასუხისმგებლო გამგებლით. ასევე  ყრუ კედელი აღიმართა ჩვენსა და თბილისის მერს დათო ნარმანიას შორის… სოციალური ქსელის მეშვეობითაც მივმართე ნარმანიას გამოეჩინა ყურადღება, მაგრამ სრულ იგნორირებას მიმართავს… აღარ ვიცი რა ვიღონო,  ეხლა ძალიან ვარ გაბრაზებული!!!” – წერს ირაკლი შონია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....