დღეს, თბილისის დროით 12:28 საათზე ლაგოდეხთან, სოფელ ზემო ხეჩილთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები სოფელ ზეჩილიდან 10 კილომეტრში, 18 კმ-ს სიღრმეში დაფიქსირდა.