დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე გვიან ღამით ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი დაიღუპა.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობელი სახელდება.
ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.