aviabiletebi
მსოფლიო საზოგადოება

ენით აღუწერელი ტკივილი: მჟავა სახეში შეასხა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კაცი, რომელსაც უცნობმა სახლის კარზე დაუკაკუნა და გაღების შემდეგ, გოგირდის მჟავა შეასხა სახეში, აღწერს თუ რა ტკივილი იგრძნო.

ანდრეას ქრისტოფეროსი იმ ტრაგიკულ დღეს საკუთარ სახლში იმყოფებოდა, მეუღლესთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, როცა მან თავდამსხმელს კარი გაუღო.

ჟურნალისტთან საუბარში ანდრეასი იხსენებს თუ რა მოხდა იმ წამებში: „ მივხვდი რა ხდებოდა ჩემს თავს, ცოლს ვეძახდი, რომ მეორე სართულიდან ჩამოსულიყო დასახმარებლად, მანამდე კი სასწრაფოდ სამზარეულოში შევვარდი და წყალს ვისხამდი სახეზე.  ენით აღუწერელ ტკივილს ვგრძნობი, მსოფლიოს ყველა ტკივილზე მეტი იყო, მსგავსი არაფერი გამომიცდია მანამდე“ .

თავდამსხმელი დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ორი წელი გავიდა ამ თავდასხმიდან და ანდრეასს დარჩენილი აქვს მძიმე დამწვრობა სახესა და სხეულის ნაწილზე, უჭირს მხედველობა.

თავდასხმიდან პირველი ორი თვის განმავლობაში ანდრეასმა მოითხოვა მცირეწლოვან ვაჟს ის არ ენახა საავადმყოფოში. როგორც  თავად ამბობს, ამის მიზეზი იყო დაეცვა ბავშვის წამოდგენა სამყაროზე, როგორც  სიკეთის და ბედნიერების მატარებელზე. ორი თვის მერე, როცა შვილმა ის ნახა, ანდრეასი იხსენებს, რომ უსიტყვოდ ჩაეხუტა. „ეს იყო ყველაზე კარგი შეგრძნება, რაც ოდესმე მიმიღია“-ამბობს დაზარალებული.

თავდასხმის მიზეზი უცნობია. მჟავით თავდასხმის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია მუსლიმანურ ქვეყნებში, სადაც მამაკაცები ამ საშინელ ხერხს ოჯახის წევრი ქალების მიმართ იყენებენ.

წყარო: bbc

იტვირთბა....