ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: ვაპირებ, ხელისუფლებას ვუჩივლო პარლამენტის წევრზე ღია თვალთვალისთვის

ფრაქ­ცია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან თავ­დას­ხმის და თვალ­თვა­ლის ობიექტი იყო, რისთვისაც, სასამართლოში ჩივილს აპირებს.

“ეს არის სი­სუს­ტე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ეს არის ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ღია თვალ­თვა­ლი და ვა­პი­რებ ვუ­ჩივ­ლო ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტის წევ­რზე ღია თვალ­თვა­ლის­თვის. ეს აღარ იყო უკვე ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი, ეს იყო თავ­ხე­დუ­რი, უტი­ფა­რი, ღია დევ­ნა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მი­მართ. ეს იყო ძა­ლა­დო­ბის კამ­პა­ნია, რო­მელ­საც ხე­დავს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” რო­გორც ერ­თა­დერთ გა­მო­სა­ვალს. ჩვენ გვინ­და მშვი­დო­ბა, ევ­რო­პა, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ხოლო “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” რაც უნდა, ეს არის ძა­ლა­დო­ბა და სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა”, – ამის შესახებ დეკანოიძემ რე­გი­ო­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტო­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნუცხადა.

 

იტვირთბა....