ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა ოდესაში მოლდოვის მთავრობის კუთვნილი ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანეს. როგორც მოლდოვის ჯანდაცვის მინისტრი ალა ნემერენკო Facebook-ზე წერს, შედეგად, დაიბომბა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მოლდოვის ხელისუფლებას ეკუთვნის.

დაბომბვას ცენტრში მყოფი ერთი თანამშრომელი ემსხვეროლა, ხუთი კი დაშავდა.

“თვითონ ცენტრის შენობა დაბომბვის შედეგად სერიოზულად არ დაზიანებულა. მხოლოდ ფანჯრები ჩამოინგრა, თუმცა, სამწუხაროდ, გვაცნობეს, რომ ცენტრის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა”, – აცხადებს ნემერენკო.

მისი თქმით, შავი ზღვის სანაპიროზე არსებული რეკრეაციული ცენტრი მძიმედ დაავადებული მოლდოველი ბავშვების რეაბილიტაციისთვის არის განკუთვნილი, თუმცა, პანდემიის შემდეგ ის დაიხურა და შენობაში მინიმალური რაოდენობის პერსონალი იყო დარჩენილი.

იტვირთბა....