ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

“ძალიან რთული ბრძოლები გველოდება” – დანილოვი ყვება, რა არ ჰყოფნით უკრაინელებს ფრონტის ხაზზე

უკრაინა 128-ე დღეა, რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინელები მტერს საკადრისად პასუხობენ დასავლეთიდან მიღებული თანამედროვე შეიარაღების დახმარებით, თუმცა, იმისთვის, რომ ქვეყანამ გაუძლოს, მეტი შეიარაღებაა საჭირო, მათ შორის, ორ მანძილზე მოქმედი არტილერია და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები.

“სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი დახმარება, რომ მტერს მძიმე შეიარაღებაში გავუსწორდეთ. ყველა ჩვენი პარტნიორის მადლობელი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ პარიტეტის მიღწევა მოხერხდება. ძალიან რთული ომი გველოდება და ჩვენს გარდა, ჩვენს ქვეყანას არავინ დაიცავს”, – UNIAN-ის ცნობით, წერს დანილოვი Twitter-ზე.

 

 

იტვირთბა....