ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

35 750 ჯარისკაცი, 1577 ტანკი, 217 თვითმფრინავი – გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფომრაციით, გასული დღის განმავლობაში დაახლოებით 150 რუსი ოკუპანტის ლიკვიდირება მოხერხდა. როგორც გენშტაბის Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგები უკვე 35 750 ადამიანს აღწევს.

ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტების სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის დანაკარგები ასეთია:

  • 1577 ტანკი
  • 3736 სამხედრო ჯავშანმანქანა
  • 796 საარტილერიო სისტემა
  • 246 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
  • 105 საჰაერო თავდაცვა
  • 217 თვითმფრინავი
  • 186 ვერტმფრენი
  • 645 უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე
  • 143 საკრუიზო რაკეტა
  • 15 გემები/კატერები
  • 2610 საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანა
  • 61 სპეციალური ტექნიკა

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებით განიცადა.

იტვირთბა....