[su_quote]ჩემი პოლიტიკური ასაკი თანხვედრაშია “ქართულ ოცნებასთან”. პირველი დღიდან იქ ვიყავი და ჩემთვის ახლა ძალიან მძიმეა, რომ არ ვარ “ქართული ოცნების” წევრი, მაგრამ შინაგანად ზუსტად იქ ვარ, რასაც ისინი აკეთებენ. უბრალოდ, მინდა, რომ ამ პროცესს მივეხმარო ჯანსაღად, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს თავაწეული, ღირსეული და ომის, სისხლისღვრის გარეშე. არის თემები, რომლებიც შესაძლოა, გახდეს სააშკარაოზე გამოსატანი, ამიტომ გამოვედით. ჩვენ ვდგავართ გარეთ, მაგრამ ამ ჩვენი გარეთ დგომით, შეიძლება, უფრო შიგნით შევიდეთ[/su_quote]
ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს.