ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ოდესის ოლქში სარაკეტო თავდასხმას 18 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს, რასაც 18 ადამიანის, მათ შორის, ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, მაქსიმ მარშენკო ავრცელებს.

“ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. ჰოსპიტალიზებულია 31 პირი, აქედან ოთხი ბავშვი და ერთი ფეხმძიმე ქალია“- წერს მარშენკო Telegram-ზე.

მისივე ცნობით, მტერმა შავი ზღვის მხრიდან სამი რაკეტა ისროლა, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიას მოხვდა.

 

იტვირთბა....