აშშ უკრაინას უახლოეს დღეებში დამატებით 800 მილიონი დოლარის რაოდენობის დახმარებას გამოუყოფს, რაც შეიარაღების, მათ შორის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
“ჩვენ იმდენ დახმარებას აღმოვუჩენთ უკრაინას, რამდენიც საჭირო იქნება მისთვის”, – განაცხადა ბაიდენმა მადრიდში ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
იტვირთბა....