ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაგთიკომი ტარიფებს აძვირებს

კომპანია მაგთიკომმა მომხმარებლებს სატარიფო პირობების ცვლილებების შესახებ აცნობა. “მაგთის” სატარიფო ცვლილება შეეხება როგორც მობილურ ამონენტებს, ისე ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომხმარებლებს.

შედეგად, მომხმარებლებს ზოგიერთი პაკეტის ღირებულება უძვირდება, რი შემთხვევებში კი კონკრეტული შეთავაზება უქმდება, ან იცვლება.

ულიმიტო ინტერნეტი

ულიმიტო ინტერნეტ-თვე – 30 ლარის ნაცვლად 32 ლარი.
ულიმიტო ინტერნეტ-კვირა – 7 ლარის ნაცვლად 9 ლარი.
ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე – 1.50-ის ნაცვლად, 2 ლარი.

სტანდარტული ტარიფი

ტარიფს ემატება ზარის წამოწყება, რომლის საფასურიც 12 თეთრი იქნება.

ტარიფის სხვა პირობები უცვლელი რჩება:

  • სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე საქართველოში – წუთი 24 თეთრი
  • ზარის წამოწყება – 12 თეთრი
  • SMS/MMS საქართველოში – 6 თეთრი
  • მობილური ინტერნეტი: 1 მბ – 10 თეთრი
  • საერთაშორისო ზარის ღირებულება – 35 თეთრიდან
    SMS საზღვარგარეთ – 24 თეთრი

ოპტიკური ინტერნეტი:

კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უქმდება 25-ლარიანი პაკეტი, რომელიც სიჩქარის გაზრდის სანაცვლოდ, გარდაიქმნება 30 ლარიანად.

“მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით – 30 მბ/წმ, ფასი – 37 ლარი, ვადა – 30 დღე.
ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით – 25 ლარად, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით – 30 მბ/წმ, ფასი – 30 ლარი / 30 დღე. აქციის მოქმედების ვადა – 30.11.22-ის ჩათვლით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტარიფები – უფრო სწრაფი ინტერნეტი

შეთავაზება იმოქმედებს 30 მბ/წმ-იან პაკეტზე;
სიჩქარის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 50 მბ/წმ-მდე:
+10 მბ/წმ – სააბონენტო გაიზრდება 3 ლარით,
+20 მბ/წმ – სააბონენტო გაიზრდება 5 ლარით.
შეთავაზების ვადა – ჩართვიდან 360 დღე;

შეთავაზების მისაღებად აუცილებელია, ქსელში ჩართვიდან გასული იყოს 30 დღე და ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გქონდეთ სიჩქარე შეცვლილი დაბალ პაკეტზე;
ჩართვა შესაძლებელია 30.11.2022-ის ჩათვლით;

მომხმარებლებს, რომლებსაც გააქტიურებული ქონდათ აღნიშნული სერვისი, კვლავ ისარგებლებენ +10/+20 მბ/წმ სიჩქარით.

ინტერნეტი + ტელევიზია:

მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი ინტერნეტი+ტელევიზია პაკეტით, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით – 30 მბ/წმ.

ახალი ტარიფები 2022 წლის 3 აგვისტოდან ამოქმედდება.

იტვირთბა....