ახალი ამბები საზოგადოება

ქართველი მოდელი ARMANI-ს სახე გახდა (ფოტოკოლაჟი)

 

ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი ARMANI-ს გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახე გახდა.  თაკო უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სამოდელო სააგენტოებთან: Atelier Versace, Yohji Yamamoto, Calvin Klein, Elie Saab, Ralph and Russo, Dior, Zuhair Murad, Giorgio Armani და სხვები. 2016 წელი და პარიზის მაღალი მოდის კვირეული კი ქართველი ლამაზმანისთვის ARMANI-ს  შეთავაზებით ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

ცოტა ხნის წინ, თაკო ნაცვლიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალის FMD-ის (Fashion Model Directory) გარეკანზეც მოხვდა. ჟურნალი  მსოფლიოს წამყვანი მოდელების შესახებ ვრცელ ინფორმაციას, მათ ბიოგრაფიასა და ფოტოებს აერთიანებს.

თაკო ნაცვლიშვილი 15 წლის ასაკში  Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მოდელი იყო. მოდელი ახლა 18 წლისაა.

831_n

086_n

33827_n

850_n

47_n

 

 

იტვირთბა....