ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი: უმცირესობების უფლებების დაცვა პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტია

საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, დეგნანმა დემოკრატიის განვითარების პროცესში უმცირესობებისა და საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პატივისცემა გამოხატა ლგბტქი+ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავისუფალი ცხოვრებისთვის იბრძვიან.

“ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში ჩასვა. ყოველ დღე აქ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ყველასთვის თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა თუ სხვა მხრივ საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვა. შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემით და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება მიუხედავად იმისა თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ. პატივს მივაგებთ რა გამძლეობას ლგბტქი+ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან ავთენტური და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები”, – აცხადებს დეგნანი.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, კელი დეგნანმა ღონისძიებაზე მყოფ პოლიციის ოფიცრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
იტვირთბა....