ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედვედევი: იმედი ბოლოს კვდება, ეს არის მკრთალი იმედი

“რუსეთს ჯერ კიდევ დარჩა იმედი, რომ დასავლური ქვეყნები გამოიჩენენ გამბედაობას, რომ აღიარონ შეცდომები და მოინანიონ საკუთარი სისულელეები”, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა პეტერბურგის იურიდიულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

ის მსოფლიოში გამწვავებულ სასურსათო კრიზისზე და ინფლაციაზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს.

“მოგეხსენებათ, იმედი ბოლოს კვდება. ეს მკრთალი იმედია. ეს არის იმის იმედი, რომ ჩვენს ყოფილ დასავლელ პარტნიორებს ეყოფათ სიმამაცე, აღიარონ საკუთარი მცდარი სტრატეგიული გათვლები, რამაც, გაეროს შეფასებით, 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა და გამოიწვია გლობალური ინფლაციის მატება, სურსათის დეფიციტი და სიღარიბის ზრდა”, – ციტირებს მედვედევის სიტყვებს რუსული სახელისუფლებო გამოცემა РИА Новости.

 

იტვირთბა....