ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: აპელირება, რომ “სანქცირებულ კომპანიებს” არ დაუშვებენ, თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი

[su_quote]რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ე.წ. “მეორად იმპორტზე” აჩვენებს, რომ სანქცირებული კომპანიები იმოქმედებენ მესამე პირების მეშვეობით, რაც საქართველოს აქცევს განსაკუთრებული რისკის ზონად. ამაზე მეტყველებს, თუნდაც ბათუმის პორტში გამოვლენილი სქემა, რომელიც შესაძლოა არა ერთეულოვან, არამედ სისტემურ ხასიათს ატარებს. თუ ეს ასეა, სანქციების რისკი ძალიან დიდია და ქვეყანას კონკრეტული პირების მიერ ხელის მოთბობა, შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეს, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. დღევანდელ რეალობაში იმაზე აპელირება, რომ “სანქცირებულ კომპანიებს” არ დაუშვებენ, თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი. აუცილებელია არა მფლობელების, რომლებიც უხშირესად ანონიმურად იმოქმედებენ, არამედ სანქცირებული პროდუქციის კონტროლი. ამას კი სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტების და ინსტრუქციების შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების მუშაობის წესს…[/su_quote]

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....