ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შარაშენიძე: აი, ეს არის პატარა ქვეყნისათვის საჭირო საგარეო პოლიტიკის კარგი ნიმუში

[su_quote]ფინეთი ნატოშია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქვეყანამ საგარეო პოლიტიკის მასტერკლასი ჩაატარა. 1945 წელს საბჭოთა კავშირს იგი მარტივად შეეძლო გადაეყლაპა და ამაზე ხმას არავინ ამოიღებდა (სხვა თუ არაფერი ფინეთი მეორე მსოფლიო ომში მის წინააღმდეგ იბრძოდა). ფინეთის მთავრობამ როგორღაც დაარწმუნა მოსკოვი ამ პატარა ქვეყნისათვის დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა იმ პირობით რომ იგი ანტისაბჭოთა საგარეო პოლიტიკას არ გაატარებდა (რასაც ეწოდა ფინეთიზაცია). ასე ცხოვრობდა ფინეთი აქამდე. დიდ და აგრესიულ მეზობელს რაღაცეებში ანგარიშს უწევდა და იმავე დროს ვითარდებოდა. ბეწვის ხიდზე იარა სტალინის დროს, შედარებით დასტაბილურდა მისი პოზიციები ხრუშჩოვის დროს. მერე ყველაფერი დალაგდა და დამშვიდდა. მოსკოვი შეეჩვია იმ აზრს რომ ფინეთი (ოდესღაც რუსეთის იმპერიის ნაწილი) დამოკიდებული უნდა ყოფილიყო.
და ახლა, როცა მომენტი ჩავარდა, ფინეთი ნატოში შევიდა. აი ეს არის პატარა ქვეყნისათვის საჭირო საგარეო პოლიტიკის კარგი ნიმუში. ისტერიკებით არანაირი პოლიტიკა არ კეთდება, მითუმეტეს კი საგარეო[/su_quote]

წერს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე Facebook-ზე.

იტვირთბა....