საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის “გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით” მიხედვით, 2021 წელს გარდაცვალების მიზეზებში კორონავირუსი მეორე ადგილს იკავებდა.
გარდაცვალებების მიზეზებში პირველი სამეული ასეთია:
- სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (37.0 პროცენტი)
- კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი)
- სიმსივნეები (12.8 პროცენტი)
საქსტატის ცნობით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა.
ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით:
“5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების
ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით
მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში
გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის
ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)”, – ვკითხულობთ ანგარიშში.