ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ISW: რუსეთის მიზანი მხოლოდ ლუგანსკის და დონეცკის ოკუპირება არ არის

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის დაკავებას არ აპირებს და მას უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს.

ISW-ის ანალიტიკოსებს ამის თქმის საფუძველს ხარკოვის და სხვა დასახლებების ინტენსიური დაბომბვა აძლევს.

“ხარკოვის ჩრდილოეთით დასახლებებზე კონტროლის მოსაპოვებლად მუდმივი ბრძოლები იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად კრემლის განცხადებებისა, რომ მათი პრიორიტეტი დონბასია, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებას დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების მიღმაც ცდილობენ”, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, ხარკოვის ოლქში, ფრონტის ხაზის გასწვრივ მდებარე დასახლებულ პუნქტებზე რომელ მხარეს აქვს უპირატესობა მოპოვებული.

“რუსმა სამხედროებმა 29 ივნისს შტურმი განახორციელეს დემენტიევკაზე, რომელიც ხარკოვიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებაროებს. როგორც ოკუპანტები ამბობენ, შეტევა წარმატებული იყო. თავის მხრივ, ხარკოვის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბომვა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა შეტევა უკუაგდეს”, – აღნიშნავს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს 24 თებერვლის შემდეგ ახორციელებს.

 

 

 

იტვირთბა....