ახალი ამბები მთავარი

ხაბეიშვილი ლანჩხუთში ადგილობრივს: “თქვენ ვინმემ რამე გაგთ**რათ?

ლანჩხუთში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და რამდენიმე ადგილობრივ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. როგორც ხაბეიშვილი Facebook-ზე წერს, “ქართული ოცნების” წევრებს რეგიონებში საკრებულოს წევრები და კოორდინატორიები ჰყავდათ მობილიზებული ოპოზიციის დასახვედრად და პროვოკაციის მოსაწყობად.

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ხაბეიშვილის სიტყვებზე, რომ ამ ადამიანების იქ მისვლა ორგანიზებული იყო, ერთ-ერთი პირი მას ეუბნება – “დუბინკებს თხრ***თ ხალხს”, რაზეც ხაბეიშვილი პასუხობს – “თქვენ ვინმემ რამე გაგთ**რათ?

მოგვიანებით, ლევან ხაბეიშვილმა Facebook-ზე დაწერა:

“ყველა რაიონში ქოცები ამობილიზებენ გაქსუებულ ბიუჯეტის ქურდებს – საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილეებს, საკრებულოს წევრებს, გამგებლებს, გამგებლის მოადგილეებს, ტენდერის (ბიუჯეტის) ვირთხებს … ავალებენ მოაწყონ პროვოკაცია და შემდეგ მათმა პროპაგანდის მანქანამ (იმედი და პოსტვ) გააშუქოს ათასი სისაძაგლე. ლანჩხუთის ოცნების ოფისთანაც დაამობილიზეს საკრებულოს წევრები და კორდინატორები. უნდა დაგვესიონ და მერე იმედი-პოსტვ მოყვება რომ ხალხი უპირისპირდება ხაბეიშვილს …. რეალურად გაქსუებული ბიუროკრატები ხელფასის და ფულის გამო დამიბილიზებულები”.
იტვირთბა....