ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა მიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა სამხედროებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე მიიტანეს სარაკეტო თავდასხმა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ალექსანდრ სენკევიჩი Telegram-ზე ავრცელებს. მისი განცხადებით, ოკუპანტებმა მიკოლაევში რვა რაკეტა ისროლეს, ერთ-ერთი მათგანი, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რამაც ნგრევა გამოიწვია.

“დილით მიკოლაევში ძლიერი აფეთქებები იყო. ჯამში რვა სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. რაკეტები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ჩამოვარდა, მათ შორის, კერძო სექტორის ტერიტორიაზე. ერთი რაკეტა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ცოცხლად გამოიყვანეს”, – აცხადებს

მოგვიანებით, განახლებული ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა, რომლის ცნობითაც, ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არის სამი დაჭრილი და ორი გარდაცვლილი. დაშავებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელიც“, – აღნიშნა კიმმა.

 

იტვირთბა....