ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტების ტყვეობიდან 2 უკრაინელი ოფიცერი, 14 ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი გათავისუფლდა

რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 16 უკრაინელი მებრძოლი და ერთი სამოქალაქო პირი გათავისუფლდა. როგორც გამოცემა Ukrayinska Pravda წერს, სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბმა ისინი 15 რუს ტყვეში გაცვალა.

“სახლში 16 უკრაინელი სამხედრო ბრუნდება, რომელთაგან ორი ოფიცერია, 14 კი ჯარისკაცი. ასევე, გათავისუფლებულია ერთი სამოქალაქო პირი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, უკრაინული მხარისთვის გადაცემულ ტყვეთა შორის, არიან საზღვაო ქვეითები და მედესანტეები. ზოგიერთი მათქანს რუსების ტყვეობაში ორი თვე აქვს გატარებული.

“მათ შორის სულ მცირე ხუთი, დაჭრილია და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს”, – წერს გამოცემა.

ტყვეთა გაცვლა ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების საზღვარზე შედგა.

 

 

იტვირთბა....