ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიღომში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ

სოციალური ქსელის მომხმარებელი Mariam Jean ინფორმაციას ავრცელებს გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ, რომელიც დიდ დიღომში, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

“რამდენიმე საათის წინ გავიდა სახლიდან დიდი დიღმის მესამე მიკროს ტერიტორიაზე. ძალიან მოხუცია, შეიძლება სახლს ვერ აგნებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Facebook-ის მომხმარებელი საკონტაქტო ნომერსაც ავრცელებს.

“გთხოვთ, თუ სადმე დაინახეთ, გააჩერეთ და ამ ნომერზე დაგვიკავშირდით, კაკო ჰქვია”.

მობილურის ნომერი – 599723287 ან 555150095

იტვირთბა....