ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 36-ს კი ვერ პოულობენ

უკრაინის ქალაქ კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე რუსი ოკუპანტების მიერ მიტანილი სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 28 ივნისის მონაცემებით, 18 ადამიანია დაღუპული, 36 პირი კი გაუჩინარებულია. ამის შესახებ ინფორმაციას პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრი ლუნინი ავრცელებს.

“ტერორისტმა ქვეყანამ, რუსეთმა ჩვენი ხალხი დახოცა. პოლტავის ოლქში გლოვის დღეა გამოცხადებული, რის ნიშნადაც, უკრაინის ადმინისტრაციული, ადგილობრივი თვითმმართველობების, საწარმოების და სხვა ორგანიზაციების შენობები შავი ლენტები გამოიფინა. ასევე, სავაჭრო და საზოგადოებრივ დაწესებულებში მუსიკა არ ჩაირთვება და შეიზღუდება გასართობი ღონისძიებების გამართვა”, – წერს ლუნინი Telegram-ზე.

როგორც საინფორმაციო და საგამოძიებო პროექტი InformNapalm იტყობინება, რუსი სამხედროები, რომლებმაც Tu-22M-ის ტიპის სტრატეფიული ბომბდამშენებიდან სავაჭრო ცენტრის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, 52-ე გვარდიის მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკში მსახურობენ.

“ახლა ამ პოლკის მეთაური ოლეგ ტიმოშინია, რომელიც ომის დანაშაულებებზე, მათ შორის, კრემენჩუგის დაბომბვაზე და მშივიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე უშუალოდ არის პასუხისმგებელი”, – წერია ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....