ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირმა სოხაძე: არ არის იმის დრო, რომ ვიჩხუბოთ, ვიყვიროთ და მთავრობები ვცვალოთ

[su_quote]ახლა გადადგომის და არეულობის დრო ნამდვილად არ არის. მოგვთხოვეს დეპოლარიზაცია და ნუ ვაკეთებთ იმას, რომ ეს პოლარიზება კიდევ უფრო მაღალ მწვერვალზე ავიყვანოთ. არ არის იმის დრო, რომ ვიჩხუბოთ, ვიყვიროთ და მთავრობები ვცვალოთ. რატომ ფიქრობს ეს ხალხი, რომ ჩვენს მთავრობას ან იმ ხალხს, ვინც არ დავდივართ აქციაზე არ გვინდა ევროპა? ეს ცოტა არ მესმის. მათზე მეტად მინდა, დამიჯერეთ და მეტად ვიცი ევროპის ხიბლი, მიცხოვრია ევროპაში, ერთი შვილი ახლაც ევროპაში მყავს და მეორეც ძალიან ხშირად. რატომ ფიქრობენ, რომ მათი პრეროგატივაა, პაპზე უფრო დიდი კათოლიკეები უნდა იყვნენ და ამტვრიონ ეს ღია კარი, მართლა ვერ ვხვდები და ეჭვიანობას, რომ “არა თქვენ არ გინდათ, ჩვენ გვინდაო”, ვერაფერს ვერ ვუშველი[/su_quote]

ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ “მეტრონომის” კითხვაზე – “უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ამას სამოქალაქო საზოგადოება აქციებზე ითხოვს” – პასუხად განაცხადა.

იტვირთბა....