უკრაინელი მებრძოლები ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით კონტრშეტევაზე დაწინაურდნენ. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა “Пивдень”- ის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
როგორც მან ეროვნული ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, ხერსონის ოლქში რუსი სამხედროები საავიაციო დარტყმებს იყენებენ და საკუთარი პოზიციების მოპოვებას საარტილერიო ცეცხლით ცდილობენ.
“ბოლო პერიოდში ოთხი საავიაციო გადაფრენადაფიქსირდა. არის პოზიციების აღდგენას მცდელობები, მაგრამ ახლა ჩვენ ძლიერად გვაქვს დაკავებული ამ მიმართულებებზე პოზიციები და მტერი უპირატესობის მოპოვების გარეშე, უკან იხევს”, – ამბობს ნატალია გუმენიუკი.