რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს, თუ ის შედეგად, ყირიმის ხელყოფას შეეცდება. ამის შესახებ მედვედევმა გამოცემასთან “Аргументы и факты” ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენთვის, ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს სულ ასე იქნება. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ომის გამოცხადებაა და თუ ამას NATO-ს წევრი სახელმწიფო გააკეთებს, ეს მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კონფლიქტია – მესამე მსოფლიო ომი. ტოტალური კატასტროფა”, – აცხადებს მედვედევი.