aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

არასტანდარტულ მდგომარეობაშია უკრაინა და მოლდოვა, ჩვენთან სტანდარტული მდგომარეობაა – კობახიძე კანდიდატის სტატუსზე

  არასტანდარტულ მდგომარეობაში არიან უკრაინა და მოლდოვა, ერთი არის ომის მდგომარეობაში და მეორე არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც ამ ომით არის გამოწვეული, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, მოლდოვას ნახევარ მილიონამდე ლტოლვილი ყავს შეფარებული, ამასთან უმძიმესი ეკონომიკური ვითარება აქვთ და ზუსტად ამ არასტანდარტული მდგომარეობის გამო მიანიჭეს მათ კანდიდატის სტატუსი, რაც ღიად ითქვა ევროპელი ლიდერების მხრიდან, ჩვენთან სტანდარტული მდგომარეობაა დღეს პრემიერმა გამოაცხადა, რომ მაისში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, საქართველოს მდგომარეობა სტანდარტულზე უკეთესია, ვიღაცებს უნდათ, რომ ეს სტანდარტული მდგომარეობა შეგვეცვალოს და გვქონდეს ის მდგომარეობა რაც სულ მცირე მოლდოვაში და უარეს შემთხვევაში უკრაინაში, რასაც რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ.
aviabiletebi
ავიაბილეთები

– განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

 

იტვირთბა....