ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

Unian: ექსპერტმა პუტინის ლიეტუვაზე “სწრაფი თავდასხმის” გეგმები გაამხილა

რუსეთი შესაძლოა ლიტვას თავს დაესხას და იქ ბლიცკრიგის მოწყობის იმედი აქვს,ეს მოსაზრება 24-ე არხზე სამხედრო სამართლებრივი კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მუსიენკომ გამოთქვა.

მუსიენკოს თქმით, რუსეთს შეუძლია გადაკეტოს სუვარის დერეფანი და ლიტვა მოკვეთოს პოლონეთს.

„მათ (რუსებს) შეეძლებათ განავითარონ სწრაფი შეტევა რუსეთის ტერიტორიიდან და ბელორუსიიდან, ვიდრე NATO გადაიყვანს თავის დანაყოფებს. ეს მათი გეგმაა. ეს არაერთხელ იყო აღწერილი, ბრიტანელმა გენერალმაც კი დაწერა წიგნი “რუსეთის შესაძლო შეტევა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ რუსეთი საკუთარი ძალის დემონსტრირების მიზნით ამ ადგილზე სამხედრო წვრთნებს ატარებს.

“ლიეტუვას მახლობლად სამხედრო წვრთნების ჩატარება, მოწმობს, რომ მას საკუთარი ძალის დემონსტრირება სურს. გარდა ამისა, მათ აქვთ ისკანდერის რაკეტები კალინინგრადის რაიონში. ისინი ასევე ელიან, რომ ბელორუსიიდან ან რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე ზოგიერთი ქვედანაყოფები დაეხმარებიან მათ“, – განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....