[su_quote]სხვათა შორის, სამი ქვეყნის მიმართ არის დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა. თუ ჩვენ დავითვლით რეალური ოლიგარქების რაოდენობას ამ სამ ქვეყანაში, მინდა გითხრათ, რომ საქართველო ბოლო ადგილზე იქნება. მეორე – რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, იმიტომ, რომ ფული აქვს და ხელისუფლებაში მოვიდა? ეგრე, ბატონ ზელენსკის მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ბიზნესი ჰქონდა და ახლა პრეზიდენტია. პოროშენკო მილიარდერი იყო სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა და იცით რამხელა საწარმოებს ფლობდა – ოლიგარქია? არც ერთი არ არის ოლიგარქი, არც მეორე არ არის ოლიგარქი და არც ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, კახა კახიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.