ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახიშვილი: იგივე გეოგრაფიული ლოკაცია რომ ჰქონოდა მოლდოვას ან უკრაინას, დამიჯერეთ, არც მათ არ მისცემდნენ სტატუსს

[su_quote]ევროკავშირის ერთი ქვეყანა დამისახელეთ, რომელიც ჩვენს სამეზობლოშია. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენი რეგიონიდან ამ ეტაპზე მიისწრაფვის ევროკავშირში, არის თურქეთი, რომელმაც 1987 წელს შეიტანა განაცხადი კანდიდატობის მოთხოვნაზე, 1999 წელს მიიღო კანდიდატობა და მას შემდეგ ლაპარაკი შეწყდა. ამ ფონზე საქართველოს რომ მიანიჭონ, თურქეთს უნდა აუხსნან. შესაბამისად, მინდა გითხრათ პირდაპირი გაგებით, რომ იგივე გეოგრაფიული ლოკაცია რომ ჰქონოდა მოლდოვას ან უკრაინას, დამიჯერეთ, არც მათ არ მისცემდნენ. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ევროპა ფიქრობს იმ საზღვრების ფაქტობრივად გადიდებას, რომელიც ევროპაშია, ქვეყნებს ვგულისხმობ[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, კახა კახიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....