ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სარჯველაძე: მაქარაშვილი და ლომჯარია უნდა გახდნენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, ამაზეა საუბარი

[su_quote]მაქარაშვილი და ვიღაცები უნდა გახდნენ მინისტრები – ამაზეა საუბარი. გავიგე, ეს არის მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ. მათ უნდათ, შექმნან საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზეა საუბარი. ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი? ვისაც ასე სურს, ასე იფიქროს![/su_quote]

ამის შესახებ “მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ეროვნული ერთობის მთავრობის ჩამოყალიბების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობები დაუწესა და მათ შესასრულებლად ვადა 2022 წლის ბოლომდე მისცა, სამოქალაქო საზოგადოება ე.წ. ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელმაც პირობების შესრულებაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

იტვირთბა....