ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პირველ პირ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კალინინგრადიდან ზოგიერთ საქონელზე დაწესებული ბლოკადა “ომის გამოცხადებას ჰგავს”.
“ძალიან გვძაბავს ის სიტუაცია და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მეზობლები ატარებენ. თქვენ საქმის კურსში ხართ – ეს პოლონეთის და ლიეტუვის ხელისუფლებებია. კონფრონტაციისკენ მიმართული პოლიტიკა. თქვენ საკმარისი საფიქრალი გაქვთ, განსაკუთრებით, უკრაინაში. ბოლო პერიოდში, ყველაზე მეტი დაქირავებული მებრძოლი პოლონეთიდანაა. არ მესმის, რად უნდათ ეს კონფრონტაცია, მაგრამ ცხადია, რა ზურდგს უკან დგანან და ბიძგს აძლევენ, მაგრამ პოლიტიკა ამაზრზენია, ქცევა კი აგრესიული. იგივეა ლიტვის შემთხვევაშიც. სულ უფრო მეტი ინფორმაცია შემოდის მათი გეგმის შესახებ რუსეთიდან ბელარუსის გავლით კალინინგრადში ტრანზიტის შეჩერების შესახებ, რომ კალინინგრადი იზოლაციაში მოექცეს. ეს უკვე ომის გამოცხადებას ჰგავს. ეს მიუღებელია”, – ციტირებს რუსული სახელისუფლებო გამოცემა РИА Новости ლუკაშენკოს სიტყვებს.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთი “ლიტვის ქმედებებს” საკადრის პასუხს გასცემს.