[su_quote]მე მგონია, რომ ზედმეტად ბევრი დრო და ენერგია იხარჯება ამ მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებზე. არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ივანიშვილი ამ მოთხოვნებს შეასრულებს. ამიტომ, მგონია, რომ ენერგია, დრო და ფიქრი მიმართული უნდა იყოს პირველი – 3 ივლისს დაანონსებული მასშტაბური აქციისკენ და მეორე, რა ხდება 3 ივლისის შემდეგ, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპული საკითხები, რაზეც, ჩემი აზრით, უნდა ფიქრობდეს ყველა და არა იმაზე, ასეთი ფორმულირება იქნება თუ ისეთი. გეგონება, ვინმეს მართლა სჯეროდეს, საღი გონებისას, რომ ივანიშვილი რაიმე მოთხოვნას შეასრულებს და დათმობს ძალაუფლებას. მე არ მჯერა, რომ ოლიგარქმა საკუთარ ფეხებში შეიძლება გამოისვას ცელი და დაასრულოს ოლიგარქიზაცია, რასაც ითხოვს ევროკავშირი. ერთადერთი გზა არის ამ ხელისუფლების ცვლილება[/su_quote]
ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ tvპირველის ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოებამ 24 ივნისს გამართული აქციის დროს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 1-კვირიანი ვადა მისცა გადადგომისთვის, 3 ივლისს კი მასშტაბური აქცია დააანონსა ქვეყნის “დეოლიგარქიზაციის” მოთხოვნით.