ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში ტურისტებით სავსე მიკროავტობუსის და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

კახეთში, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტურისტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

 

იტვირთბა....