aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქები ბელარუსის ტერიტორიიდან დაბომბეს – მზვერავები

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან უტევენ. 25 ივნისს მათ საჰაერო თავდასხმა განახორციელეს კიევის და ჩერნიგოვის ოლქებზე. უკრაინელი მზვერავების ინფორმაციით, დღევანდელი დარტყმები ბელარუსის ტერიტორიიდან განხორცილედა რასაც უკრაინული მხარე საომარ მოქმედებებში ალექსანდრე ლუკაშენკოს არმიის ჩართვის მცდელობად აფასებს.

“რუსული ბომბდამშენები პირდაპირ  ბელორუსის ტერიტორიიდან მუშაობდნენ. საბრძოლო მოქმედებებში ჩართული იყო ექვსი Tu-22M-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელმაც Kh-22-ის 12 საკრუიზო რაკეტა გამოუშვა უკრაინის მიმართულებით. გაშვების ადგილი ბელარუსის ქალაქი პეტრიკოვი იყო, რომელიც მოზირის სიახლოვეს, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 50-60 კილომეტრში მდებარეობს. ბომბდამშენები რუსეთიდან, კალუჟის ოლქში მდებარე “შაიკოვკას” აეროპორტიდან აფრინდნენ და კალუჟისა და სმოლენსკის ოლქების გავლით, ბელარუსის საჰაერო სივრცეში გავიდნენ. რაკეტების გაშვების შემდეგ, “შაიკოვკას” აეროპოტში დაბრუნდნენ. დარტყმა განხორციელდა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების მიმართულებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაზე საჰაერო შეტევები ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა. დღევანდელი დაბომბვა პირდაპირ კავშირშია კრემლის პოლიტიკასთან, ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს, როგორც უშუალო მონაწილე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....