ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯონსონი: ჩემთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა რომ მოეთხოვათ, გადავდგებოდი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ერთ-ერთი პრინციპული საკითხი, რაც მისი გადადგომის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო, უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტაა.

ამის შესახებ ჯონსონმა BBC-ს ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას – თვლის თუ არა ის, რომ ლიდერად ყოფნა დაკავშირებულია მორალთან და არის თუ არა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მისი გადადგომის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

“რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ეს მორალთან არის კავშირში. თუ მეტყოდნენ, რომ უნდა ჩამოვშორდეთ უკრაინის საკითხს, რადგან ეს ძალიან რთული გახდა, ამ მხარდაჭერის ფასი კი ხალხისთვის ძალიან მაღალია ინფლაციის და ეკონომიკური ზიანის კუთხით, ვაღიარებდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში წავაგე და წავიდოდი”, – აცხადებს ჯონსონი და აღნიშნავს, რომ რეალობაში, მსგავს სიტუაციას ვერ ხედავს.

იტვირთბა....