ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

სევეროდონეცკთან უკრაინელების სამხედრო ოპერაცია ჩაიშალა, რისი მიზეზიც სოცქსელებში გავრცელბული ინფორმაცია გახდა – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, სევეროდონეცკის სიახლოვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია ჩაიშალა, რისი მიზეზიც ჯარისკაცების გადაადგილების თაობაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია გახდა.

ანა მალიარის თქმით, მანამ გენერალური შტაბი ოფიციალურ განცხადებას არ გაავრცელებს, არ შეიძლება უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების დასახლებებში შესვლისა და გამოსვლის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება.

“მანამ, სანამ ამის შესახებ გენშტაბი არ განაცხადებს, არ შეიძლება საჯაროდ თქმა, რომელი დასახლებული პუნქტიდან გამოდიან უკრაინელები და რომელში შედიან, რადგან ეს ჩვენი სამხედროების მუშაობას ზიანს აყენებს. ეს მათ ძვირფას დროს ართმევს – ერთ ან ორ დღეს, რა დროშიც ჯერ კიდევ შეძლებდნენ თავიანთი სამხედრო გეგმების განხორციელებას. მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ამ ოპერაციების ჩაშლას იწვევს, მაგალითად, როგორც გუშინ და გუშინწინ, სევეროდონეცკთან დაკავშირებით მოხდა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უბრალოდ არ მისცეს იმის გაკეთების საშუალება, რაც დაგეგმილი ჰქონდათ”, – წერს მალიარი Facebook-ზე.

იტვირთბა....