წყნეთის გზაზე, Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი და ცნობილი ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს, რომელსაც საზოგადოება “ტილიკას” სახელით იცნობდა. არსებული ინფორმაციით, ის მანქანაში ჩაცხრილეს და სავარაუდოდ, 20 ტყვია აქვს ნასროლი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.