ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კასიანოვი ღარიბაშვილის განცხადებაზე: [სტატუსი] არ არის ავანსი, უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავანსი და საჩუქარია.

კასიანოვის თქმით, ეს არ არის ავანსი და უკრაინელები ევროპისა და

“ეს არ არის ავანსი და არ არის წახალისება. უკრაინა ამ გადაწყვეტილებამდე 30 წლის განმავლობაში მოდიოდა, ამისთვის გამოვიდა უკრაინელი ხალხი ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე. 120 დღეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ ევროპისა და დემოკრატიისთვის. სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის”, – განაცხადა ანდრი კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ შესაძლოა უკეთესიც იყოს, საქართველომ “საჩუქრის” სახით კანდიდატის სტატუსი რომ ვერ მიიღო.

“შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება, რადგან საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ გვექნებოდა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....