aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინულმა ავიაციამ რუსების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ, 23 ივნისს მძლავრი ავიაიერიში მიიტანეს რუსეთის საოკუპაციო ძალებზე.

საჰაერო ძალების Telegram გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა პილოტებმა მიზანში ამოიღეს რუსული ჯარის ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალის საწყობები. შედეგად, განადგურებულია მტრის ათობით ჯავშანმანქანა.

“Su-25-ის და Su-24-ის ტიპის უკრაინულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა რუსულ ძალებს სერიოზული დარტყმა მიაყენეს. ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით დარტყმა განხორციელდა საბრძოლო მასალის საცავზე, შედეგად, განადგურდა მტრის 30 ჯავშანმანქანა და ასევე, ცოცხალი ძალა. უკრაინის ავიაციის საშუალებით, განადგურდა პუნქტი, სადაც რუსები ტექნიკის სარემონტო და აღდგენით სამუშაოებს ახორციელებდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

იტვირთბა....